თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის პროცესი გაიმართა. პროკურატურა მას ძალადობით ან ძალადობის მუქარით, პირის პოლიტიკური ნიშნით დევნას ედავება. დღევანდელ პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს, სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად ბრალდებულმა და აღნიშნა, რომ ის წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს და მის მიმართ მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. მისივე თქმით, როდესაც დუშეთის წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, ნეკნი ჰქონდა მოტეხილი, რაც კლინიკამ დამალა, სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვის შემდეგ კი მოტეხილობა დადასტურდა. შეგახსენებთ, რომ გამოძიების განცხადებით, 2 დეკემბერს, კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ აფთიაქთან, ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ წევრს, ალი ბაბაევს თავს დაესხა და პარტიული შეხედულების გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. წარდგენილი ბრალი ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომდევნო პროცესი 6 მაისს, ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელება.