ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი

15:23, 17.09.2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილის რიგით მეოთხე სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე წინასასამართლო სხდომის თარიღი განისაზღვრა და საქმე არსებითად განსახილველად გადაეცა. პროცესს თავად ელისაშვილიც ესწრებოდა და ახალი ბრალის შინაარსზე ისაუბრა. მისი თქმით, ის არ მალავს, რომ მართლაც დაუძახა პოლიციელს არაკაცი, თუმცა ეს განპირობებული იყო, იმით, რომ დაკავებისას, აღნიშნული პოლიციელის მხრიდან მის მიმართ ჰქონდა არადამიანურ მოპყრობას ადგილი. სწორედ ამიტომ, ელისაშვილის განცხადებით, დარბაზში შესვლისას, როდესაც იცნო ეს პოლიციელი, მას ჰქონდა ბუნებრივი რეაქცია. პროკურატურის მტკიცებით – დანაშაული სახეზეა და ამ ფაქტს, საქმეში არსებული მტკიცებულებებიც ადასტურებს. ელისაშვილს, გამოძიება სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხვისას პოლიციელისთვის, ნათქვამი სიტყვის – „არაკაცის“ გამო ედავება. მუხლი ერთ წლამდე პატიმრობას ითვალიწინებს.

მსგავსი