ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი

12:16, 03.07.2026

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშვილის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ. დღეს ბრალდებული ალეკო ელისაშვილის მამა, დაცვის მხარის ექსპერტის სახით დაიკითხა. ასევე, დღევანდელ სხდომაზე წერილობითი მტკიცებულებებიც გამოიკვლიეს. შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილს საქმეს სასამართლო ორ ეპიზოდად განიხილავს. დღევანდელი პროცესი 2025 წლის 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებას ეხებოდა.

მსგავსი