ალეკო ელისაშვილის სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა. უფლებადამცველები ელისაშვილის გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ ითხოვდნენ. სიტყვის უფლებით ისარგებლა ელისაშვილმაც, მან მიმართა მოსამართლეს და აღნიშნა, რომ მზად არის გადაიხადოს გირაო, ჩააბაროს პასპორტიც, რათა შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება. მისი თქმით, ციხეში მკაცრ პირობებში უწევს ყოფნა. ელისაშვილის მოთხოვნა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ბრალდებული ალეკო ელისაშვილი მოსამართლესთან კამათის გამო, დარბაზიდან გააძევეს. ალეკო ელისაშვილს სახელმწიფო ბრალდება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. დანაშაული 10-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.