თბილისის საქალაქო სასამართლოში „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის პროცესი გაიმართა. სადაც ბრალდების მხარის მოწმეები – სამი გამომძიებელი დაიკითხა. მათი თქმით, ელისაშვილმა ალი ბაბაევის მიმართ დანაშაულებრივი ქმედება პოლიტიკური ნიშნით ჩაიდინა. ელისაშვილი ბრალს აბსურდულს უწოდებს. შეგახსენებთ, რომ ელისაშვილისთვის წარდგენილი ბრალი გულისხმობს ადამიანის დევნას პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილს ძალადობით, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს. შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.