ალეკო ელისაშვილის სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის პროცესი გაიმართა. პროკურატურა მას ძალადობით ან ძალადობის მუქარით, პირის პოლიტიკური ნიშნით დევნას ედავება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს და ბრალდების მხარის ორი მოწმე დაკითხეს. ალეკო ელისაშვილი მის მიმართ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. შეგახსენებთ, რომ გამოძიების განცხადებით, 2 დეკემბერს, კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ აფთიაქთან, ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ წევრს, ალი ბაბაევს თავს დაესხა და პარტიული შეხედულების გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. წარდგენილი ბრალი ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.