თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა მას ძალადობით ან ძალადობის მუქარით, პირის პოლიტიკური ნიშნით დევნას ედავება. დღევანდელ პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვები უნდა თქვან. გამოძიების განცხადებით, 2 დეკემბერს, კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ აფთიაქთან ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ წევრს, ალი ბაბაევს თავს დაესხა და პარტიული შეხედულების გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თავად ელისაშვილი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნა მიმდინარეობს. წარდგენილი ბრალი ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.