ალეკო ელისაშვილის სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმე არსებით განხილვას გადასცა. დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე იმსჯელეს. სასამართლომ ბრალდების მხარეს ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო, ხოლო დაცვის მხარეს ერთი ვიდეო ჩანაწერი დაუშვებლად ცნო. ასევე სხდომაზე თავად ბრალდებულმა ალეკო ელისაშვილმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. მისი განცხადებით, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და გაურკვეველია საქმის შინაარსი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან ალექსანდრე ელისაშვილი „აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარეს, ალი ბაბაევს თავს დაესხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.