ალეკო ელისაშვილის სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმეზე წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. სხდომაზე მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, რის შემდეგაც, სასამართლო საქმის არსებითად განსახილველად გადაცემაზეც იმსჯელებს. ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან ალექსანდრე ელისაშვილი „აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარეს, ალი ბაბაევს თავს დაესხა და სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.