ალეკო ელისაშვილის საჩივარი

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა უფლებადამცველთან ერთად, „აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარის, ალი ბაბაევის წინააღმდეგ პოლიციაში საჩივარი შეიტანა. ელისაშვილი ბაბაევს განზრახ მკვლელობის მცდელობაში სდებს ბრალს. საქმე ეხება 2 დეკემბერს, კოსტავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ალეკო ელისაშვილის თქმით, ალი ბაბაევმა მასზე რკინის ჯოხის დარტყმა დააპირა, რასაც, შესაძლოა, ფატალური შედეგი მოჰყოლოდა. ის და მისი უფლებადამცველი გამოძიების დაწყებას სისხლის სამართლის კოდექსით ითხოვენ.