ალეკო ელისაშვილის პროცესი

15:27, 22.05.2026

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშვილის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებით განსახილველად გადასცა. საუბარია 2025 წლის 4 მაისის ეპიზოდზე. სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით რეპლიკები წარმოთქვეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდების მხარის ძირითადი ნაწილი დასაშვებად, ხოლო დაცვის მხარის ნაწილი – მტკიცებულებები დაუშვებლად ცნო. გამოძიების ვერსიით, ალექსანდრე ელისაშვილმა 2025 წლის 4 მაისს, საქალაქო სასამართლოს არქივის დაწვა სცადა და საქალაქო სასამართლოს მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიაყენა. ასევე, საფრთხე შეუქმნა იმ დროისათვის სასამართლოს შენობაში მყოფი მანდატურის სამსახურის სამი თანამშრომლის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ალექსანდრე ელისაშვილის ბრალი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი