ალეკო ელისაშვილის მიმართვა და გამოხმაურება

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს ასრულებს.  ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი მზად არიან საჯაროდ შეხვდნენ „ქართულ ოცნებას“ და კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე მოლაპარაკება გამართონ.  „ჩვენ გვაინტერესებს, ხართ თუ არა მზად, შეასრულოთ შუამავალი ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების რაუნდების შეთანხმებული პუნქტები? თქვენგან ველით პასუხს ასევე საჯაროდ და ოფიციალურად“, – წერს ალეკო ელისაშვილი.