ალეკო ელისაშვილის განცხადება

„სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი საპენსიო სისტემის ნებაყოფლობითობას ითხოვს. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, საპენსიო ფონდში 50 მილიონ ლარზე მეტია მობილიზებული და მისი თქმით, ხელისუფლებამ არ იცის, ამ ფულს რა უყოს. მისივე განცხადებით, საპენსიო სააგენტომ მათ საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა და მასში მონაწილეობა შესთავაზა, თუმცა, უარი თქვეს.

ელისაშვილი სააგენტოს დირექტორს დებატებში იწვევს. საპენსიო სააგენტოში კი აცხადებენ, რომ საზოგადოებრივ საბჭოს ქმნიან, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის, პოლიტიკოსებსაც შეეძლებათ. რაც შეეხება თანხების ინვესტირებას, დაახლოებით 25 მილიონი უკვე საბანკო დეპოზიტებზეა განთავსებული, რომელზეც საპროცენტო სარგებელი ირიცხება.