ალეკო ელისაშვილის განცხადება

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ცესკო-ს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე, განზრახ აჭიანურებს დროს და მის პარტიას საარჩევნო ნომერს არ ანიჭებს, რაც მათ წინასაარჩევნო კამპანიის სრულფასოვნად წარმართვაში ხელს უშლის. ელისაშვილის განმარტებით, მისმა პარტიამ ცესკო-ს ნომრის მინიჭების თაობაზე 11 აგვისტოს მიმართა, თუმცა ამ დრომდე საარჩევნო კომისიისგან პასუხი არ მიუღია. კანონის შესაბამისად, ცესკო-ს ნომრის მინიჭებისთვის ვადა 1 ოქტომბრამდე აქვს.