ალეკო ელისაშვილის განცხადება
ალეკო ელისაშვილმა ვაგონშემკეთებელ ქარხანასთან დღეს ბრიფინგი გამართა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი მაღალსართულიანი 51 კორპუსის მშენებლობა გააპროტესტა. ელისაშვილის განცხადებით, დედაქალაქის გენერალური გემის მიხედვით, აღნიშნულ ადგილას მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების აშენება დაუშვებელია, თუმცა, რადგან სამშენებლო კომპანია „არქის“ მფლობელს, ილია წულაიას კახა კალაძესთან ნათელ-მირონობა აკავშირებს, თბილისის საკრებულომ მას განაშენიანების რეგულირების გეგმა უკანონოდ დაუმტკიცა.
ასევე, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის აზრით, უნდა მოხდეს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება და ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორია რეკრეაციულ ზონად იქცეს.
ელისაშვილის ბრალდებებს თბილისის მერმა უპასუხა და განაცხადა რომ „არქის“ მფლობელმა, ილია წულაიამ კანონიერად შეისყიდა ტერიტორია და კანონიერად წარუდგინა მოთხოვნა საკრებულოს დასამტკიცებლად.