ალეკო ელისაშვილის ბრიფინგი

15:16, 01.08.2025

„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს ბრიფინგი გამართეს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრებმა. ალეკო ელისაშვილის თქმით, „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა „ქართული ოცნების“ შეუსრულებელ დაპირებას წარმოადგენს, რადგან როგორც ელისაშვილი ამბობს, ტერიტორიაზე, სადაც საწყლოსნო კომპლექსი ფუნქციონირებდა, ახლა მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა იგეგმება. თბილისის მერიაში კი ამბობენ, რომ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორია არ წარმოადგენს მუნიციპალურ საკუთრებას. რაც შეეხება ელისაშვილის განცხადებას, თითქოს საცურაო აუზის ადგილზე მრავალსართულიანი კორპუსები აშენდება, სრული სიცრუე და დეზინფორმაციაა. მერიის ინფორმაციით, ინვესტორს აქვს ვალდებულება, შეინარჩუნოს საცურაო აუზი და მოახდინოს მისი რეაბილიტაცია.

მსგავსი