ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტს მიმართავს

ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტს შეწყალების კომისიის დაკომპლექტებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, 23 ნოემერს ათასობით პატიმარი შეწყალებას ელოდება, პრეზიდენტი კი მათ ამ უფლებას ართმევს.

სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებლის თქმით, კომისიის დასაკომპლექტებლად, კრიტერიუმების დასადგენად და საქმეების შესასწავლად ერთი თვე საკმარისია.