ალეკო ელისაშვილი კამპანია „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“ ფარგლებში, დმანისში ჩავიდა

სამოქალაქო მოძრაობა-კამპანიის „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“ ფარგლებში, დმანისში ჩასულ ალეკო ელისაშვილსა და მის თანამოაზრეებს, დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა ორიგინალური დახვედრა მოუწყო.

დასახლების ცენტრში მისულებს, დიდი ბანერი დახვდათ წარწერით – „სტუმართმოყვარე დმანისი. კეთილი იყოს ოპოზიციისა და არამარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში.“ ბაზარში კი, სადაც ელისაშვილს მაჟორიტარული სისტემის ნაკლოვანებებზე უნდა ესაუბრა, სახელობითი პლაკატები დახვდა წარწერით – „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ალეკო“.