ALDE-ს მორიგი რეზოლუცია – ქართული მხარის პასუხი

18:07, 15.11.2026

ALDE-ს მორიგი რეზოლუცია საქართველოს შესახებ. „ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი“ დოკუმენტში ითხოვს სასამართლო პროცესებზე დაკვირვებას, შეზღუდვებს და მოუწოდებს ევროკავშირსა და სხვა სახელმწიფოებს გარკვეულ წინაპირობებზე შეთანხმდნენ საქართველოსთან ურთიერთობისთვის.

„საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის დაცვა და პოლიტიკური რეპრესიების დასრულება“, – მოუწოდებს ევროპულ სახელმწიფოებსა და პარტნიორ ქვეყნებს, „მოხდეს ივანიშვილის, პასუხისმგებელი გადაწყვეტილების მიმღების პირებისა და რეპრესიების ხელშემწყობი ლეგალურად სანქცირებადი პირების წინააღმდეგ კოორდინირებული აქტივების გაყინვა და სამოგზაურო შეზღუდვები”. ასევე, „ევროკავშირის შეთანხმების ჩაშლის შემთხვევაში, მოხდეს კოორდინირებული ეროვნული ზომების მიღება“. – ნათქვამია ალდე-ს მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

მმართველ გუნდში რეზოლუციის შინაარსს „დეზინფორმაციაზე აგებულს“ უწოდებენ და ამბობენ, რომ საქართველო უშინაარსო და საფუძველს მოკლებული რეზოლუციებით აღარ იმართება.

მსგავსი