ALDE-ს განცხადება

12:11, 22.10.2026

„ქართული ოცნება თავის ავტორიტარულ რეპრესიებს კიდევ უფრო აღრმავებს“, – ასე ეხმაურება „ლიბერალების და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო სხდომას. „მსხვილ ოპოზიციურ პარტიებს ახლა აკრძალვის საფრთხე ემუქრებათ, რაც პოტენციურად ასობით ათას ქართველ ამომრჩეველს ართმევს პოლიტიკურ წარმომადგენლობას. ეს ეხება ჩვენი ALDE-ს წევრ პარტიებსაც. მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიზანში ამოღების შემდეგ, „ქართული ოცნება“ ახლა უშუალოდ პოლიტიკურ ოპოზიციას ესხმის თავს. ევროკავშირმა ამას პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს.“, – ნათქვამია ალდე-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი