ალბომის პრეზენტაცია

„ბრავო რექორდსი“ ნუცა ბუზალაძის ახალ, სადებიუტო ალბომს გამოუშვებს.

ალბომის სახელწოდება „ნუცა 22“იქნება. ალბომი სამენოვანია, მასში თერთმეტი ახალი სიმღერაა წარმოდგენილი. ოთხი მათგანი, თავად ნუცას ეკუთვნის, ხოლო დანარჩენი შვიდი – ცნობილ კომპოზიტორებსა და ტექსტის ავტორებს. მომღერალი სადებიუტო ალბომზე მუშაობას უახლოეს პერიოდში დაასრულებს.

ალბომი „ნუცა 22“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდება.