ალბანეთი „ტიკ-ტოკს“ ერთი წლით კრძალავს

12:26, 22.12.2024

ალბანეთში „ტიკ-ტოკს“ ერთი წლით აკრძალავენ. აკრძალვა ძალაში სავარაუდოდ მომავალი წლის დასაწყისში შევა. როგორც ბრიტანული „გარდიანი“ წერს, ამის მიზეზი გასულ თვეს ალბანეთში მომხდარი მკვლელობა გახდა, რამაც ქვეყანაში სოციალური მედიის ბავშვებზე გავლენის შესახებ დისკუსია გამოიწვია. საქმე ეხება თანაკლასელის მიერ 14 წლის მოსწავლის მკვლელობას. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტს წინ უძღოდა ორ ბიჭს შორის დაპირისპირება სოციალურ მედიაში. ასევე „ტიკ-ტოკზე“ გავრცელდა ვიდეოები, სადაც ახალგაზრდები მხარს უჭერდნენ მკვლელობას. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, გერმანიამ და ბელგიამ ბავშვების მიერ სოციალური მედიის გამოყენებაზე შეზღუდვები უკვე დააწესეს.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეგულაცია ავსტრალიამ დაამტკიცა, სადაც 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური მედია სრულად აკრძალულია.

მსგავსი