ალბანეთი საპროტესტო აქციების ახალ რეგულაციებს აანონსებს

12:24, 27.10.2026

ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა საპროტესტო აქციების რეგულირებისთვის ახალი საკანონმდებლო ზომების მიღება დააანონსა. მისი თქმით, მოქმედი კანონი 2001 წლით თარიღდება და თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებს არ ითვალისწინებს. ახალი პაკეტი აქციების შედეგად დაზარალებული ბიზნესების კომპენსაციას, ძალადობრივ დემონსტრაციებში მონაწილეთა დაჯარიმებას, სოციალურ ქსელებში ძალადობისკენ მოწოდებების აღკვეთასა და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს. ჯარიმები დაწესდება უნებართვო აქციების ორგანიზებისთვის, პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, სახის დაფარვისა და მოძრაობისთვის ხელის შეშლისთვის. ალბანეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები 13 ოქტომბერს დაიწყო. დემონსტრანტები ედი რამასა და მისი მთავრობის გადადგომას მოითხოვენ და მათ კორუფციასა და ეკონომიკის არასწორ მართვაში ადანაშაულებენ. რამა აცხადებს, რომ ის გადადგომას არ აპირებს.

მსგავსი