ალან ბერსეს გზავნილები - პოლიტიკური რეაქციები

ალან ბერსეს გზავნილებს ოპოზიციისა და საქართველოს პრეზიდენტის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

განსაკუთრებით რეზონანსული აღმოჩნდა დიალოგის თემა. ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ყველა მხარეს კონსტრუქციული საჯარო დისკუსიისკენ მოუწოდა. თუმცა ხელახალი არჩევნების დანიშვნამდე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არალეგიტიმურად აცხადებს და ნებისმიერ თემაზე დისკუსიას  კატეგორიულად გამორიცხავენ პრეზიდენტი და ოპოზიცია. ბარიერგადალახული პარტიები შარლ მიშელის შუამავლობით წარმართულ პროცესს იხსენებენ და პირდაპირ აცხადებენ, რომ მეორე რაუნდი არ შედგება. განსხვავებულია „ქართული ოცნების“ პოზიცია, სადაც რამდენიმე დღეა დაინტერსებულ პირებს დიალოგისკენ მოუწოდებენ. მმართველი გუნდი ალან ბერსეს გზავნილებს დადებითად აფასებს, ოპოზიციას კი ისევ დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს.