„ალ-ქაიდას“ ლიდერის ლიკვიდაცია

აშშ-ის მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის, „ალ-ქაიდას​“ ლიდერი, აიმან ალ-ზავაჰირი მოკლეს. თავდასხმა გასული კვირის ბოლოს მოხდა, თუმცა ზავაჰირის გარდაცვალების დადასტურებამდე ინფორმაცია არ გავრცელებულა. აშშ-ის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების გამო, ვაშინგტონს ზავაჰირის ლიკვიდაციის სანაცვლოდ 25 მილიონი დოლარის ჯილდო ჰქონდა დაწესებული. ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გასვლის შემდეგ, ეს ქაბულში ამერიკის მიერ ჩატარებული პირველი სპეცოპერაცია იყო.