აკრედიტაციების შეზღუდვა პარლამენტში

ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში მედიის საქმიანობის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების გაუქმებას ითხოვს. მათი თქმით, ეს ბრძანება ჟურნალისტების მუშაობას ზღუდავს. საპირისპირო პოზიცია აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს. შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომ ბრძანების მიზანი არ არის ვინმეს დასჯა, მიზანია, რომ პარლამენტში დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს მუშაობის შესაძლებლობა მიეცეს და ხელი არ შეეშალოს. ბრძანების მიმართ პროტესტი უკავშირდება რამდენიმე ტელევიზიის ჟურნალისტებისთვის საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობისთვის ერთთვიან შეზღუდვას.