აკრძალვები ზვავსაშიშროების გამო 

ზვავსაშიშროების გამო, ამ დრომდე აკრძალულია მოძრაობა გუდაური-კობის მონაკვეთზე. საშიშროების შემცველია ასევე მძიმე ტექნიკით გზის წმენდაც. საუბარია მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე, კონკრეტულად კი, გუდაურის ფოსტიდან -კობის მონაკვეთამდე.

შესაბამის მონიტორინგს ადგილზე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი ახორციელებს. მუშაობა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილზე 200-მდე სატვირთო და მსუბუქი ავტომობილია გაჩერებული და გზის გაგრძელების ნებართვას ელოდება.

ავტომანქანების მგზავრებს ადგილზე საკვები ჩაუტანა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა. მოხდა მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაც.

 

დატოვე კომენტარი