აკრძალული ქართული ენა და რუსეთის დუმის არჩევნები ოკუპირებულ ტერიტორიებზე

21:09, 21.09.2021

რუსეთის მორიგი პროვოკაციული ნაბიჯი და მწვავე საერთაშორისო რეზონანსი.

ოფიციალური თბილისი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დუმის არჩევნების ჩატარებას გმობს და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან რეაგირებას მოითხოვს. 19 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის აფხაზეთსა და ცხინვალში 20-მდე საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. საგარეო უწყება ფაქტს საქართველოს ტერიტორიული ხელყოფისკენ მიმართულ მორიგ ქმედებად და მოსახლეობის იძულებითი პასპორტიზაციის შედეგად აცხადებს, ისევე როგორც იმ უკანონო გადაწყვეტილებას, რომლითაც გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლა საბოლოოდ აიკრძალა. საუბარია ქვედა ზონის სოფლების 30-მდე სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებზე, რომლებსაც სწავლა ქართულ ენაზე უნდა დაესრულებინათ, თუმცა საოკუპაციო რეჟიმმა პირობა დაარღვია, მე-11 კლასელებსაც განათლების მიღება რუსულ ენაზე მოუწევთ.

მსგავსი