აკრძალული გარევაჭრობა და აქცია ბათუმში

ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა ბათუმში გარევაჭრობის დახლების დემონტაჟს.

უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებების შემდეგ, მერიამ წერეთლის და მიმდებარე ქუჩებზე გარევაჭრობა აკრძალა, მოვაჭრეებს კი ალტერნატიული ტერიტორია გამოუყო. თუმცა ისინი შეთავაზებაზე უარს ამბობენ და ძველ ადგილზე ვაჭრობის უფლების რამდენიმე თვით გახანგრძლივებას ითხოვენ.

საპროტესტო აქცია ერთი ადამიანის დაკავებით დასრულდა. მისი სასამართლო პროცესი პირველ თებერვალს გაიმართება.