ახმეტაში სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის ჩაბარება დაიწყო

ახმეტის ღვინის ქარხანამ სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის ჩაბარება დაიწყო.

ღვინის მწარმოებელი კომპანია მოსახლეობას კილოგრამ ყურძენში 50 თეთრს უხდის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის გადაწყვეტილებით, ახმეტის სოფლებში სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობა კომპენსაციას არ მიიღებს, თუმცა ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნება.