ახმეტაში ხანძარს 71 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

12:16, 23.02.2019

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში ხანძარს 71 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი სოფლის ცენტრში მდებარე სავაჭრო ობიექტების საყარაულო ჯიხურში გაჩნდა.

წინასწარი ვერსიით, მამაკაცი გამათბობელზე დავარდა, რის შემდეგაც ცეცხლი შენობას მოედო. მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ობიექტზე ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე კრიმინალური პოლიცია და ექსპერტები მუშაობდნენ.

მსგავსი