ახლო აღმოსავლეთის ორი უძლიერესი სახელმწიფო - ირანი და საუდის არაბეთი რეგიონში ჰეგემონიისთვის იბრძვიან

ბრძოლა გავლენებისთვის და საკუთარი მოკავშირეების გაძლიერებისთვის. ახლო აღმოსავლეთის ორი უძლიერესი სახელმწიფო – ირანი და საუდის არაბეთი რეგიონში ჰეგემონიისთვის იბრძვის.

სირიას და იემენს, სადაც ირანს და საუდის არაბეთს ურთიერთსაპირისპირო სამხედრო ინტერესები აქვთ, შესაძლოა, ლიბანიც შეემატოს. ორივე სახელმწიფო ასევე წლებია, გავლენის გავრცელებას ცდილობს ერაყში. თუმცა, დღეს ოფიციალური ელ-რიადი და თეირანი ლიბანში მოკავშირეების დახმარებით პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლას ისახავენ მიზნად.

დასავლეთი დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებს, ლიბანის სუვერენიტეტს პატივი სცენ და ქვეყნის შიდა საქმეებში არ ჩაერიონ. ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ქეთი თუთბერიძე გიამბობთ.

დატოვე კომენტარი