ახლადრეაბილიტირებული ბიბლიოთეკა

აკაკი წერეთლის სახელობის ახლადრეაბილიტირებული ბიბლიოთეკა გაიხსნა გამოფენით – „გერმანული ფერადი ენა“. განახლებული სივრცის დიზაინის ავტორები ზაზა იაშვილი და სოფიო მაჭავარიანი არიან. ბიბლიოთეკას სრული რეაბილიტაცია შარშან, თბილისის მერიისა და მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ინიციატივით დაიწყო. სივრცე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.