ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა ირაკლი კობახიძემ.
სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის – მოეწყო ლიფტი, სანიტარული კვანძები და პანდუსი. ამჟამად სკოლის ტერიტორიაზე ეწყობა გარე მოედანი. სამუშაოები თებერვლის დასაწყისში უნდა დასრულდეს. პროექტის საერთო ღირებულება 3 მილიონ 404 ათას ლარს აღემატება.