დედაქალაქის მსგავსად საკრებულოების ახალი შემადგენლობები დაამტკიცეს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელთა რაოდენობა ყველგან 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შესაბამისად გადანაწილდა. ჯამში მუნიციპალიტეტების თვითმმართველ ორგანოებში შვიდი პარტია მოხვდა. უმრავლესობას კი ყველგან მმართველი გუნდი ფლობს. გახარიას გუნდისგან განსხვავებით, რომლის წარმომადგენლებიც საკრებულოებში შესვლამდე, საპარლამენტო საქმიანობაშიც ჩაერთნენ „ლელო“ ბოიკოტის რეჟიმში რჩება და საქმიანობას მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გეგმავს. უკვე გაჟღერდა პირველი ინიციატივაც. 57 საკრებულოში მამუკა ხაზარაძის პარტია კორუფციის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.