ახიადოვის ექსტრადირება

საქართველოს ხელისუფლებამ ტერორიზმში ბრალდებული რამზან ახიადოვი რუსეთის ფედერაციას გადასცა.

განცხადება ამის შესახებ დღეს იუსტიციის მინისტრმა გააკეთა. თეა წულუკიანის განმარტებით პროცესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, რამზან ახიადოვი ბრალდებულია ტერორისტულ დანაშაულში, მათ შორის ისლამური სახელმწიფოს ინტერესებისთვის ხალხის მობილიზებისა და ბრძოლის ეპიზოდებში.

სპეციალურ ბრიფინგზე დღეს პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ხელისუფლებისგან  მოითხოვა  რამზან ახიადოვი რუსეთისთვის არ გადაეცათ. მისი განცხადებით, ის საპატრულო პოლიციამ არასწორი პარკირების გამო შეაჩერა, გადამოწმების შემდეგ კი დააკავა. ხოშტარია მიიჩნევს, რომ რამზან ახიადოვის ექსტრადიცია დაუშვებელი იყო.

დაკავებული რუსეთის მოქალაქე ეროვნებით ჩეჩენი პირია.

დატოვე კომენტარი