ახალსოფელში მომხდარი შემთხვევა

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში მომხდარ შემთხვევას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სწავლობს.

მოკვლევამ უნდა დაადგინოს, ხომ არ გამოავლინეს გულგრილობა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ახალსოფლის მკვიდრის გაჩერების დროს, რის შემდეგაც 61 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

ოჯახის და სოფლის მცხოვრებლების ვერსიით, პოლიციის მიერ გაჩერების და დაყოვნების გამო, ალექსანდრე ლეონიძემ საჭირო წამლები დროულად ვერ მიიღო, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.

საპროტესტო გამოსვლების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების გავრცელება დასჭირდა.