ახალსოფელში მამაკაცის გარდაცვალების საქმის მასალები პროკურატურას გადაეგზავნა

18:14, 08.10.2018

ახალსოფელში 61 წლის მამაკაცის გარდაცვალების საქმის მასალები პროკურატურას გადაეგზავნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმეზე დღეს წერილობითი განმარტება გაავრცელეს. უწყების ცნობით, მამაკაცი გარდაცვალებამდე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ალკოტესტის ჩასატარებლად შეაჩერა, რაზეც თავდაპირველად უარი განაცხადა და ტესტი საკუთარ ეზოში მანქანის დაყენების შემდეგ გაიარა.

მამაკაცს არ დაუდგინა სიმთვრალე, რის შემდეგაც პოლიციის ეკიპაჟმა ტერიტორია დატოვა. უკვე ნახევარ საათში კი, ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა აუცილებელი. გარდაცვლილის ძმა აცხადებს, რომ ის შეესწრო შემოწმების ფაქტს და სამართალდამცავებმა უფლებამოსილებას გადააჭარბეს. მისი თქმით, ის უკვე იმყოფებოდა გამოკითხვაზე პროკურატურაში.

მომხდარზე მოკვლევა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციამ. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების დასრულებამდე პატრულ-ინსპექტორებს უფლებამოსილება შეუჩერდათ.

მსგავსი