ახალსოფელში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია

ახალსოფელში მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ხუთდღიანი უწყვეტი სამუშაოების შემდეგ, მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების და პილოტების დახმარებით ცეცხლის კერების ჩაქრობა შეძლეს.

ცეცხლის ქრობაში ჩართული იყო თავდაცვის სამინისტროს სპეციალიზებული მუხლუხიანი სახანძრო ტექნიკა. ბოლო ინფორმაციით, დამწვარია 20 ჰექტარზე არსებული ტყის მასივი.

სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მონიტორინგის მიზნით ადგილზე 40-დე მეხანძრე-მაშველი დარჩება.