ახალშობილის გაყიდვის ფაქტი

გახსნილია ახალშობილით ვაჭრობის საქმე.

დანაშაულებრივ სქემაში შვიდი ადამიანი ფიგურირებს, მათ შორის ორი ექიმია. თუ გამოძიების ვერსიას დავეყრდნობით, დედამ 4 თებერვალს დაბადებული ჩვილი გაყიდა, ფეხმძიმობის პერიოდში კი სამედიცინო დაწესეულებაში გამოკვლევები სხვა სახელით და გვარით აქვს ჩატარებული.

დეტალების გარკვევა „მოამბემ“ დღეს იმ კლინიკაში სცადა, სადაც ბავშვი გაჩნდა.