ახალქალაქში რიგით მეოცე იუსტიციის სახლი გახსნა

ახალქალაქში რიგით მეოცე იუსტიციის სახლი გახსნა. ღონისძიებას იუსტიცის მინისტრი დაესწრო. ახალქალაქის იუსტიციის სახლი, ბორჯომისა და ახალციხის შემდეგ, რიგით მესამეა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის მიღებას მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში შეძლებს.

იუსტიციის სახლთან ერთად, ახალქალაქში ქორწინების სახლიც გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდა ქვეყანაში სტუმრად მყოფი სომხეთის იუსტიციის მინისტრი, საქართველოს მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოსა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები.