ახალქალაქში მომხდარი ინციდენტი

ახალქალაქის ინციდენტში მონაწილე ორივე მხარეს ბრალი შეიძლება დღეს წარედგინოს.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, გამოძიება გაჭიანურდა, რადგან დაზარალებული მხარე არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან. დაშავებული 4 პირი ამ დრომდე რჩება თბილისში ტრავმატოლოგიურ კლინიკაში. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უკვე შეიძლება პაციენტების გაწერა. დაშავებულების ადვოკატები კი ითხოვენ, რომ პაციენტები დარჩნენ სამედიცინო დაწესებულებაში, რადგან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.