#ახალიდღე - შეისვენე ტყეში

თუშეთისკენ მიმავალ გზაზე სვიანას რეკრეაციული ზონაა, სადაც წლების განმავლობაში საქეიფოდ დადიოდნენ და ნარჩენებით ანაგვიანებდნენ. 2015 წელს გადაწყდა, რო მოეწესრიგებინათ ეს ადგილი და ორგანიზებულ რეკრეაციულ ზონად მოეწყოთ. დადგეს მაგიდები, სკამები, ცეცხლის დასანთები ადგილები, სათონე, ტუალეტი და ტერიტორია სამართავად გადაეცა ფშავლის ქალთა საბჭოს.  ეს არის ტყის ათვისების მაგალითი – თუ როგორ შეიძლება ტყე გამოიყენო ისე, რომ თან ეკოლოგიას გაუფრთხილდე და თან მოსახლეობისთვის შემოსავლის წყარო გაჩნდეს.