ახალი წლის სათამაშოების ისტორია 

ისტორია, რომელზეც მომდევნო რეპორტაჟში გიამბობთ, რაჭიდან, კერძოდ, ამბროლაურის რაიონიდან იწყება.

ამბავი სოფელ თხმორში დაბადებულ ჯორჯ კობიზე, იგივე გრიგოლ კობახიძეზე, რომლის სახელი ახალ წელს უკავშირდება. მან მსოფლიოს ახალი წლის სათამაშოები აჩუქა და ამერიკის უმდიდრეს ადამიანთა ათეულშიც რამდენჯერმე მოხვდა. 10 წლის გიგო თხმორიდან ჯერ ქუთაისში, მოგვიანებით კი ბორჯომში ჩადის და მინის ქარხანაში იწყებს მუშაობს, მალევე ჯერ უკრაინაში, შემდეგ გერმანიაში და ბოლოს აშშ-ში ჩადის და მინის პროდუქციის დამამზადებელ ქარხანას ხსნის. 45 დასახლების პროდუქტებს შორის იყო საახალწლო მინის ფერადი სათამაშოები. „christmas is coby“ – ამ წარწერით დარჩა ისტორიას ქართველი გამომგონებლისა და ქველმოქმედის სახელი.