ყაზბეგში საახალწლო ღონისძიება იმართება. სტეფანწმინდის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილია საშობაო ბაზრობა და საბავშვო გასართობი სივრცეები, ასევე ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციებიც. საახალწლო პროგრამა 14:00 საათიდან დაიწყო და დღის ბოლოს კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდება.