ახალი წლის დღეები რეგიონებში

ბოლნისის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. მერიის მიმდებარედ განთავსდა საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ღონისძიების ფარგლებშაი მოეწყო საშობაო ბაზრობაც, სადაც ადგილობრივი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა, ასევე გაიმართა სადღესასწაულო მარში. სანტამ პატარებს საჩუქრები გადასცა. საახალწლო ღონისძიება კონცერტითა და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.