ახალი წლის დღეები რეგიონებში

საქართველოს რეგიონებში წინასაახალწლო ღონისძიებები დაიწყო. მესტია, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ნინოწმინდა, ქუთაისი და ბოლნისი ის ადგილებია, სადაც სადღესასწაულო აქტივობები უკვე მიმდინარეობს. ეწყობა საახალწლო სახლები, კონცერტები, საშობაო ბაზრობა და თემატური შოუები. საახალწლო ღონისძიებები წელს საქართველოს 63 ქალაქში გაიმართება.