საქართველოს რეგიონებში საახალწლო ღონისძიებები იმართება. თეთრიწყაროში მერიის შენობის მიმდებარედ განთავსდა საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საშობაო ბაზრობაც, სადაც ადგილობრივი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა, ასევე გაიმართა სადღესასწაულო მარში. საახალწლო ღონისძიება ფოერვერკით და კონცერტით დასრულდება.
საახალწლო ზეიმისთვის ემზადებიან ჭიათურაშიც. ქალაქის კულტურის ცენტრის მიმდებარედ უკვე დამონტაჟდა სცენა, მოწყობილია სხვადასხვა დეკორაცია, განთავსებულია ხის საახალწლო სახლები და ინსტალაციები. დღის ბოლოს ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართება კონცერტიც.
საახალწლო ღონისძიებას მასპინძლობს ხობიც. ქალაქის ცენტრში სხვადასხვა ტიპის აქტივობა მიმდინარეობს. საღამო კონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდება. გალა კონცერტზე „ქართული ხმები“ და „ზუკას ბენდის“ იმღერებენ.