ახალი წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად ლაშა ტუღუში და ვასილ მაღლაფერიძე დაამტკიცა, ლია შავგულიძის კანდიდატურა კი ჩავარდა.

სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი ლაშა ტუღუშის კანდიდატურა დამტკიცდა 108 მომხრით, არცერთი წინააღმდეგი. „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით ლია შავგულიძეს ორმა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა, მომხრე იყო მხოლოდ 31 დეპუტატი, რაც სამეურვეო საბჭოს წევრად დასამტკიცებლად საკმარისი არ არის. „ქართული ოცნების“ კვოტით წარდგენილ ვასილ მაღლაფერიძის კანდიდატურას კი მხარი 83 დეპუტატმა დაუჭირა. მამუკა მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნების“ კვოტით წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი თქვა, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ მათ კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.