საქართველოში წყლის ტურიზმის პოპულარობის ზრდის ფონზე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სექტორში კონტროლს ამკაცრებს.
სავალდებულო ხდება შიდა სახმელეთო წყლებში მოძრავი საშუალებების რეგისტრაცია და სერტიფიცირება. ახალი წესი გავრცელდება იახტებზე, მოტონავებზე, კატარღებზე და თითქმის ყველა სახის ძრავიან წყლის ტრანსპორტზე. სერტიფიკატის გაცემამდე აუცილებელი იქნება ტექნიკური ინსპექტირებაც. დაანონსებული რეგულაციების მიზეზად საზღვაო ტრანსპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და წყლის ტურიზმის კიდევ უფრო განვითარება სახელდება.
ვისზე გავრცელდება ახალი წესები და როგორ ხვდება რეგულაციებს სექტორი – მარიამ ბერძენიშვილი გიამბობთ.